ეკატერინე მიქაბაძე – Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობის ასახავაა
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე მიქაბაძე Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის „სტაბილურამდე” გაუმჯობესებას და რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნებას აფასებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მისი თქმით, საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს ეს ნაბიჯი ასახავს იმ პოზიტიურ მაკროეკონომიკურ ტენდენციებს, რომლებიც ქვეყანაში ფიქსირდება.
ეკატერინე მიქაბაძის განმარტებით, Fitch-ის ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მოყვანილია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა. გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვები 37.2%-ით გაიზარდა და 5.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
როგორც სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რეზერვების ასეთი დინამიკა სტაბილურობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სარეიტინგო სააგენტო ასევე მაღალი შეფასებით ეხმიანება საქართველოს საბანკო სექტორს, რომელიც გამოირჩევა მომგებიანობით, მაღალი კაპიტალიზაციით და აქტივების ხარისხით. სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სარეიტინგო სააგენტოს მიერ ასევე პოზიტიურად არის შეფასებული ლარიზაციის ტენდენციებიც.
აღსანიშნავია, რომ Fitch Ratings პროგნოზების მიხედვით, 2026-2027 წლებში საშუალო ინფლაცია 3.2%, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, იქნება, ხოლო 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება.