22 ნოემბერს მილანის „ლა სკალას“ თეატრი ლიზა ბათიაშვილისა და დანიელ ბარენბოიმის კონცერტს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს

ცნობილი ქართველი მევიოლინის ლიზა ბათიაშვილისა და დირიჟორ დანიელ ბარენბოიმის ერთობლივ კონცერტს მილანის „ლა სკალას“ თეატრმა უმასპინძლა. შემდეგი კონცერტები 20 ნოემბერს და 22 ნოემბერს არის ჩანიშნული. ინფორმაციას „კონცეპტArt“~ი ავრცელებს.
„მუსიკალური სამყაროს ყურადღების ცენტრში კვლავ მილანის ლა სკალა რჩება, სადაც თანამედროვე მსოფლიოს ლეგენდად ქცეული დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი და აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი კიდევ ერთ კონცერტს გამართავენ.
შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სავიოლინე კონცერტი და ასევე მისი მეხუთე სიმფონია. მაყურებელთა განსაკუთრებული მოთხოვნიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროგრამას „ლა სკალას“ სცენა 22 ნოემბერსაც უმასპინძლებს.
პირველ კონცერტს მილანში სპეციალურად ჩასულ სტუმრებსთან ერთად, ლეგენდარული ტენორი პლასიდო დომინგოც ესწრებოდა. მაყურებელმა მაესტრო ბარენბოიმი და საერთაშორისო სცენების ნამდვილი ვარსკვლავი ლიზა ბათიაშვილი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები