პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, 1972 წელს დაბადებული ი.ვ.-ს საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ძვირფას ნივთებს და ფულს უკანონოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.

“სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს და მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები