რომა რცხილაძის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო
28 მაისს, 20 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება მუსიკოს რომა რცხილაძის შემოქმედებითი საღამო, რომელიც მიეძღვნება ხელოვანის 60 წლის იუბილეს. კონცერტი გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით. საღამოზე რომა რცხილაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: ბენდი ,,სპილო“, ჯაზ სექტეტი ,,ელ-ვოისი“, კონსერვატორიის სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო კაპელა, ინგა ფერაძე, ანრი ბასილაია, თემო რცხილაძე, ალეკო კვაშალი, მაია ბარათაშვილი, თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე, ია ჩანტლაძე, ანსამბლი ,,75“ ბესო კალანდაძე და სხვა.