აზერბაიჯანული მხარე შესაძლოა, ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკის შეძენით დაინტერესდეს

აზერბაიჯანული მხარე შესაძლოა, ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკის შეძენით დაინტერესდეს – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ზაკირ ჰასანოვის თქმით, აზერბაიჯანი დაინტერესებულია “დელტას” წარმოებით. მისი ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია “დელტას” მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკის აზერბაიჯანული დელეგაციისთვის გაცნობა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს.
დღესვე, ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ასევე დაგეგმილია აზერბაიჯანელი გენერლის სტუმრობა ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში”.
ვიზიტის მეორე დღეს, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართველ კოლეგასთან ერთად ბათუმში გაემგზავრება. გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები