ლაშა ნაცვლიშვილი: რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგის სასამართლო “გირგვლიანის საქმეს” წარმოებაში არ მიიღებდა

„რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგის სასამართლო “გირგვლიანის საქმეს” წარმოებაში არ მიიღებდა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
„ის, რომ არაეფექტურობის ნაწილში გაიზიარეს და ეს თეას ძალიან დიდი ძალისხმევით მიიღეს წარმოებაში, იცით, რით დააკომპენსირეს? სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მხოლოდ სიცოცხლის უფლების დარღვევა ცნეს და არ ცნეს სამართლიანი სასამართლოს დარღვევის უფლება. როგორ? საქართველოში სამართლიანი სასამართლოს პირობებში მიმდინარეობდა “გირგვლიანის საქმის” განხილვა, როდესაც 9 დღეში მორჩა პროცესი და ტელეფონებს ერთმანეთს აწვდიდნენ პროკურორები? მე თქვენ დაგიტოვებთ იმ კენჭისყრის შედეგებს, რომლებიც არის გირგვლიანის შესწორებებზე, ოღონდ, არა იმ შესწორებებზე, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო, რათა დაზღვეული იყოს საზოგადოება ასეთი ტიპის დანაშაულისგან – გირგვლიანის წინააღმდეგ იმ შესწორებებს, რომლებიც დაჩქარებული წესით მიიღეს – პატიმრობის კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, როგორ შეაწყალებინეს პრეზიდენტს სამხედრო მოსამსახურეები. წავიკითხავ მათ გვარებს: ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ხათუნა გოგორიშვილი, დავით კირკიტაძე, პავლე კუბლაშვილი, მეგი გოცირიძე”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები