რომან კაკულია: თუ ვინმესთან პიროვნული ასოცირება მომინდება, თავად დავაანონსებ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ შემოდგომაზე „ქართული ოცნების“ წევრები კარგად იქნებიან ჩამოყალიბებულები, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის ფორმატი. როგორც მან აღნიშნა, თავად განაცხადებს, თუ ვინმესთან ასოცირებას გადაწყვეტს.
„ნუ შემიყვანთ წამსვლელ-მომსვლელების ნურც ერთ სიაში. თუ ვინმესთან პიროვნული ასოცირება მომინდება, ამას თავად დავაანონსებ. ვთქვი, რომ შემოდგომა ის პერიოდია, როცა „ქართული ოცნების“ თითოეული წევრი გაცილებით უფრო კარგად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ როგორი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ ახალი ფორმატი, რომლითაც წარსდგება არჩევნებზე. თუ ამ პერიოდში ბევრი რამ, რაც გასაანალიზებელია, ვერ მოხდება, ეს დისკომფორტს შექმნის და უტრირებას ნუ მოახდენთ“, – განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები