მამუკა ბახტაძე ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საპარლამენტო არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვებას ულოცავს. როგორც მან სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა, საქართველო-ისრაელს შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება.
„მოუთმენლად ველოდები ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას, რათა გაძლიერდეს ჩვენი 26-საუკუნოვანი მეგობრობა და ძმობა, გაფართოვდეს თანამშრომლობა იმ სფეროებში, სადაც ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია“, – წერს ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 36 მანდატის მოპოვება შეძლო, რაც ერთით აღემატება ოპოზიციურ ბლოკ „კახოლ-ლავანის“ შედეგებს.