„შავფაროსნები“ და ანსამბლი „ჩვენებურები“ ირლანდიაში ქართულ კულტურას წარადგენენ


 კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ ირლანდიაში დუბლინის „გემების ფესტივალში“ მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ქართულ მხარეს დაეთმობა XVIII საუკუნის ფრეგატი, სადაც მოეწყობა პერფორმანსები ქართული ისტორიისა და კულტურის თემაზე. ფესტივალზე „შავფაროსნების“ და „ჩვენებურების“ ერთობლივ წარმოდგენასთან ერთად ქართულ კულტურას ასევე წარადგენენ ანსამბლები: “სუხიშვილები” და „რუსთავი“. ქართული ღვინის პრეზენტაციის მიზნით, პროექტში ჩართულია სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე, ფესტივალში მონაწილეობს ოცდაათამდე ქართული ხალხური რეწვის ხელოსანი და კერძო კომპანია. ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დუბლინში ქართული კულინარიის პრეზენტაცია და თანამედროვე ქართული კინოს კვირეული შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები