Tbilisi Photo Festival 2014
28 მაისს მწერალთა სახლში გაიმართა პრესკონფერენცია თბილისის ფოტოფესტივალთან დაკავშირებით, რომელსაც გაუძღვნენ: Tbilisi Photo Festival-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე, მთავარი კურატორი გურამ წიბახაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი ხათუნა კიკვაძე, ლიტველი ფოტოგრაფი რიმალდას ვიკსრაიტისი, ლიტვის ფოტოგრაფთა ასოციაციისა და კაუნასის ფოტოგალერიის დირექტორი გინტარას ჩესონისი. თბილისის ფოტოფესტივალი 5 წლის იუბილეს განსხვავებული ფორმატით აღნიშნავს და წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სოციალურ პროექტებს ანიჭებს. თბილისის ფოტოფესტივალის სოციალური პროექტი “ნამდვილი სამყარო”, რომელიც გამოფენასა და ვორქშოფებს აერთიანებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.