ანი მიროტაძე – პირადი ჩანაწერები

უსაზღვროდ უყვარს სიცოცხლე, სწორედ ისეთი ნათელი, როგორიც ის არის -ღმერთის საჩუქარია მისთვის… სურს, ამ საჩუქრისთვის მადლობა გადაიხადოს, სამაგიეროდ გაიღოს ის ენერგია და მუხტი, რაც მასშია… არასდროს უთქვამს -რატომ დაიბადა. ბევრჯერ დაცემულა კიდეც – ხან სწრაფად წამომდგარა, ხანაც გასჭირვებია, გახსენებია, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი რიგზე დამდგარა. მომხიბვლელია, ეშხიანი, მის მზერას მზის სხივი აკაშკაშებს, მომღიმარია და საქმიანი. უბრალოდ ანი მიროტაძე – მისი პირადი ჩანაწერებით…

“საკუთარ თავს კარგად ვფლობ, ემოციებიც გაწონასწორებული მაქვს. ვფიქრობ პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტაც მინდა. ეს არ იწვევს ჩემში ცუდ ემოციას, პირიქით მეტად ორიენტირებული ვარ მათი სირთულეების მიუხედავად. მე ხომ იმ საზოგადოების სფეროს ვეკუთვნი, სადაც არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ხალხის, ჩემიანების, ბედი წყდება. ჩემთვის პრიორიტეტი საზოგადოებაა. არ მინდა ვიყო ბანალური, თუმცა მსურს მათი პრობლემების, ყოფის შემსუბუქება. მსურს, საზოგადოების თავისუფლება. მინდა დადიოდნენ ამ ქვეყანაზე თავისუფალი ადამიანები, რომლებიც თავად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების შეცნობას და სწორი 10388403_688031071233526_464042375_nმიმართულებით რეალიზებას. ყველა ადამიანში არის ინდივიდუალიზმის ფორმა, სწორედ ეს მინდა, რომ მათ იპოვონ. ამ შემთხვევაში ერთმანეთის გვერდში დგომა ყველანაირი პრობლემისგან დასაძლევად შემდგარი ჯაჭვის შექმნა ბევრად მარტივი იქნება. თავისუფალი საზოგადოება უკეთესი ქვეყანაა. მე პოლიტიკაში ერთ – ერთი რიგითი მოქალაქე ჟურნალისტიკის სფეროდან მოვედი და დღეს პროფესიით ჟურნალისტი სიამაყით ვაღიარებ ამ სფეროს თავისუფლებას _ ჩვენი ხელისუფლების ერთ – ერთ მნიშვნელოვან მონაპოვარს. ეს ის ძალაა, რომელსაც შეუძლია საზოგადოება დააფიქროს, საკუთარი თავი აპოვნინოს, მაშასადამე, აჩუქოს თავისუფლება. თითქოს გადავლახეთ მუქი ფერები. ფერი ხომ განწყობასთან ასოცირდება. ყოველთვის მაფიქრებდა საქართველოსთან დომიმანტი – შავი. თითქოს სიჭრელე გაჩნდა. ეს უკვე კარგია. ხალხის განწყობა, მოტივაცია, ანუ იმედი მომავლისკენ, ნათელი ფერების დასანახადაა მიმართული. ვცდილობ, რომ ჩემში ბევრი სინათლე იყოს, რათა გავცე ის. ჩვეულებრივად წყენაც, სიხარულიც და ტკივილიც ჩემი თანამდევიცაა, უბრალოდ მათი გამოხატვის მართვა ვისწავლე. ვაფასებ და ვაღიარებ იმედს – მე იმედიანი ადამიანი ვარ! არასდროს ვყოფილვარ პესიმისტი. გამოუვალ მდგომარეობაშიც კი მჯერა, რომ ხვალ ნათელი დღე გათენდება. არ მაქვს გრძელვადიანი გეგმები. გამოწვევებსაც, სირთულეების მიუხედავად, მშვიდად, საკუთარი თავის რწმენით ვხვდები. ისინი აზარტს აყალიბებენ ჩემში. პირველ მარცხს ყოველთვის პრობლემის დაძლევის ახალ მოტივაციას ვუპირისპირებ. ახალი გზის პოვნა, სირთულის დაძლევა ჩემი თავის ახლებურად აღმოჩენაა ჩემთვის. მაქვს მუდმივი ღირებულებები, რომლებსაც ვერასდროს ვერაფერი ცვლის. მათი არსებობა ჩემთვის სიცოცხლის ტოლფასია. ეს არის ჩემი გენეტიკური კოდი, ანუ ჩემი იდენტობა – სამშობლოს პატივისცემაა. ოჯახის სიყვარული ახელმწიფოს პატივისცემასთან ასოცირდება. სხვაზე გადაბიჯებით წარმატების მიღწევა მიუღებელია! ე არ დავდივარ გვამებზე, რადგან ვინც ამას ჩადის ისიც გავმი გახდება და ვიღაც აუცილებლად გადაივლის მასზეც. საკუთარი დამოკიდებულება მაქვს ცხოვრების წესზე, სიკეთის კეთებაზე. ქველმოქმედება თავად მანიჭებს სიამოვნებას. სიყვარულიც ჩემეული მაქვს. 10405740_688030484566918_1217383466_nყველაფერს თავისი სახელი ჰქვია ჩემში. ვიცი, რომ ბუნებაში არაფერი არ იკარგება, ის ყოველთვის ბრუნდება და ეს მესიჯია ცხოვრების იმ მონაკვეთის, როცა სიკეთე და სიყვარული უანგაროდ გაეცი – შენ სწორად გიცხოვრია. არავის არაფერზე არ ვპასუხობ, რადგან დრო ისედაც ცოტაა. მე ჩემი საქმე მაქვს, ჩემი გზა და ამ გზიდან გადახვევის უფლებას არავის მივცემ. რა თქმა უნდა, მაინტერესებს, თუ რას ფიქრობენ ჩემზე. ყველას ფიქრი მაინტერესებს და აზრის მოსმენაც შემიძლია – ობიექტურის თუ არაობიექტურის – ეს საზოგადოებაა, და სწორედ ის მასწავლის მე ცხოვრებას. მან მე ფიქრი მასწავლა. დროსთან ერთად მოთმინების უნარი გაძლიერდა, ჩემში ქალიც დამშვიდდა. არც ჭირვეული ვარ, არც ეჭვიანი. უპრეტენზიო. სიყვარულიც თავდავიწყებული და გიჟური იყო ჩემში, ახლა უბრალოდ სახე იცვალა, ის არსად წასულა. მისი ხასხასა ნაპერწკალი უკვდავია. ერთადერთი, რასაც ღმერთს ვთხოვ და საკუთარ თავს ვუსურვებ, ისეთი შეცდომის არდაშვებაა, რომელიც ჩემს სულს ტკივილს მიაყენებს. მოთმინების უნარი, ულევი ენერგია, ადამიანებისთვის სითბოს, სიხარულის გაზიარება, საინტერესო პიროვნებების აღმოჩენა და მერე შენარჩუნება, ღირებულებების დაცვა და სიყვარულის მარადიულობა – მე ამას შევძლებ’’.

[youtube url=”vhttps://www.youtube.com/watch?v=1I8hlyPAwTA&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები