სამოდელო სააგენტო ,,პრემიერი“ დამოუკიდებლობის დღეს გამართულ საღამოზე ჩვენებით წარდგა
26 მაისს, ,,მაგთი-კლუბში“ სამოდელო სააგენტო ,,პრემიერის “ მოდელებმა დიზაინერ ნინო ქორთოშიძის საღამოზე გამართულ ჩვენებაში მიიღეს მონაწილეობა. ,,კვირა“ დაუკავშირდა სააგენტოს ხელმძღვანელს, ია დოლიძეს:
– ჩვენმა მოდელებმა ამ დღეს მარიამ თვალიაშვილის აქსესუარები წარმოადგინეს. საღამოზე ასევე ნაჩვენები იყო ბექა ჭახელიძის ჯუბები, სალონ ,,ჩოხა ჯის“ ჩოხები. საღამოს ქეთი გომართელი უძღვებოდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენს სააგენტოს ,,პრემიერი“ იმიტომ დავარქვით, რომ ის ასოცირდებოდეს პირველობასა და ლიდერობასთან, ამის ჯანსაღი ამბიცია ნამდვილად გვაქვს. ჩვენს სააგენტოში მოდელობის ხელოვნებას 100-მდე 3-იდან 25 წლამდე მოდელი ეუფლება. სისტემატურად ვაწყობთ ჩვენებებსა და გამოსვლებს როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე უცხოეთში. სამოდელო სააგენტო ,,პრემიერი“ ივლისში საბერძნეთში მოდის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად საბერძნეთში მიემგზავრება. ამ კვირეულში იგი უკვე მეათე წელია, რაც წარმატებით გამოდის. გასულ წელს ბულგარეთში გამართულ მოდის კვირეულზე სააგენტომ პირველი ადგილი დაიკავა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=cxqL-2sy6e4&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]