პანტომიმის თეატრში ამირან შალიკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

   პანტომიმის თეატრში ამირან შალიკაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეჟისორის ახალი წიგნის “ცრემლიანი შემოდგომის” პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ოთხტომეულის სახით გამოიცა და მასში ცნობილი ხელოვანის ავტობიოგრაფიული ცნობები, ლექსები, მოთხრობები, პანტომიმის თეატრის დაარსების შესახებ ცნობები და მისი 49-წლიანი შემოქმედებითი გზის შესახებ მოგონებებია შესული.
ოთხტომეულის პრეზენტაციას ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და თეატრის მოყვარულები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები