პირველმა ჰოლანდიურ – ქართულმა კომპანიამ საქართველოზე ფილმი გადაიღო

ჰოლანდიურ-ქართულმა კომპანია “თიკა ტურს ჯეორჯიამ“ საქართველოზე მინი ფილმი გადაიღო. ეს არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც ჰოლანდიის საელჩოში დარეგისტრირდა. ეს კომპანია საქართველოსა და ქართულ კულტურას უცხოეთში აქტიურ პოპულარიზაციას უწევს და ამ მიზნით ადრე ბუკლეტიც გამოუშვა.
,,კვირა“ დაუკავშირდა კომპანიის დამაარსებელს თიკა სვანიძე-ვენკოს და გაესაუბრა მას:

– ქალბატონო თიკა, თავიდან გკითხავთ, რომელ ქვეყნებთან აქვს თქვენს კომპანიას კავშირი და როგორ აცნობთ მსოფლიოს საქართველოსა და მის კულტურას?
– 20 წლის მანძილზე 3 კონტინენტზე და 4 ქვეყანაში ცხოვრების მანძილზე ძალიან კარგად შევისწავლე ამ ქვეყნების ტრადიციები და კულტურა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, შემექმნა ამ ქვეყნებისთვის შესაფერისი ახალი ქართული ტურისტული პროდუქტი, რომლის მეშვეობითაც უცხოელები არა მარტო გაეცნობოდნენ საქართველოს, არამედ ჩვენს ტრადიციებსა და უნიკალურობასაც აშკარად შეიგრძნობდნენ. ჩვენი კომპანია მოიცავს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას: ევროპის ქვეყნებიდან ჰოლანდია, გერმანია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, ინგლისი, საფრანგეთი, აზიის ქვეყნებიდან სინგაპური, მალაიზია, ბრუნაი, ტაილანდი, ინდონეზია ჩინეჩი, ჰონგ -კონგი, ტაილანდი, ასევე ამერიკა. მიხარია, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებული სტუმრები ყოველთვის აღნიშნავენ იმას, რომ ჩვენი ტური მათთვის არა მარტო სასიამოვნო, არამედ შემეცნებითიც იყო, რადგან მათ ბევრი რამ შეიტყვეს, საერთოდ, ცხოვრებაში ისეთი, რაც მანამდე არ იცოდნენ.
– სულ ახლახან თქვენს კომპანიასთან არსებულმა სატელევიზიო სტუდიამ საქართველოზე ფილმი გადაიღო…
– დიახ, ფილმი, ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა და მასში ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტია, რითიც საქართველო უნიკალურია მთელს მსოფლიოში. ფილმს მალე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც იხილავენ. მომავალში გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ის სხვადასხვა ენებზეც ვთარგმნოთ.
-კონკრეტულად, რა შემოთავაზებები აქვს თქვენს კომპანიას ისეთი, რაც თქვენს კომპანიას სხვა ტურკომპანიებისგან განასხვავებს?
– ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ჩვენს ფილმში იხილავთ, ზოგადად კი, გეტყვით, რომ ჩვენგან წასულ სტუმარს ჩვენთვის მეორედ და მესამედაც მოუმართავს, ისინი ამბობენ, რომ ყოველი ახალი ვიზიტის შემდეგ მათი საქართველოში მოგზაურობა უფრო მოულოდნელი და სასიამოვნოა, ვიდრე პირველი იყო. ეს ჩვენთვის დიდი შეფასებაა. მინდა, საქართველო რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს და შეიყვაროს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=pU8bRRWygyk” width=”560″ height=”315″]                          თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები