მამუკა ბახტაძე აშშ-ის ანგარიშზე: ის პრობლემები, რომლებიც არის აღნიშნული, გახლავთ ის ზოგადი გამოწვევები, რომლებიც გვაქვს რეგიონში

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გარკვეული უზუსტობები აღმოჩნდა, თუმცა, ანგარიში თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ის პრობლემები, რომლებიც არის აღნიშნული, გახლავთ ის ზოგადი გამოწვევები, რომლებიც არის ჩვენ რეგიონში. “დღეს, მექნება საშუალება, რომ სრულად გავეცნო ანგარიშს. მოგეხსენებათ, მასში გარკვეული უზუსტობებიც აღმოჩნდა. ანგარიში, თავისი შინაარსით, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ის პრობლემები, რომლებიც არის აღნიშნული, გახლავთ ის ზოგადი გამოწვევები, რომლებიც გვაქვს ჩვენ რეგიონში. რაც შეეხება ნარკოტრაფიკს – მოგეხსენებათ, რომ ეს გეოგრაფიული არეალი ყოველთვის წარმოადგენდა პრობლემასა და დიდ გამოწვევას, ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დასავლელ კოლეგებთან ერთად და ძალიან ბევრი ფაქტი იქნა აღკვეთილი. თქვენ ამის შესახებ სტატისტიკა მოგეხსენებათ. რაც შეეხება კიბერდანაშაულს – მე ამაზე გუშინაც ვისაუბრე. ეს გახლავთ გამოწვევა ყველასთვის. ეს არის 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ მასთან გამკლავება. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ჩვენ მეტი რესურსების მიმართვა გვჭირდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები