სამხედრო მოსამსახურის ფორმის ესკიზური პროექტის კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურის ფორმის ესკიზური პროექტის კონკურსი გამოაცხადა. სამინისტროს ცნობით, განცხადების მიღება 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს. სამხედრო მოსამსახურის ფორმის ესკიზურ პროექტებს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც 11 წევრისგან 4 ნოემბერს დაკომპლექტდება.
„კომისია საუკეთესო ესკიზს 23 ნოემბერს გამოავლენს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქის გვერდზე: http://mod.gov.ge https://www.facebook.comდაინტერესებული პირები კონკურსთან დაკავშირებით განმარტებებს მიიღებენ 17 ივნისს, 13:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროში გამართულ ღია კარის დღეზე“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები