სახელმწიფო საკონცერტო დარბაზს ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭება
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორისა და სამუსიკო კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭება.
ალექსი მაჭავარიანის შემოქმედება ქართული ეროვნული მუსიკის საგანძურია. ცნობილი ხელოვანი 8 წლის მანძილზე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თამვჯდომარე გახლდათ, წლების მანძილზე კი იყო სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანი და გამგეობის წევრი.
ალექსი მაჭავარიანმა შემოქმედებითი გზა გაუკვალა მრავალ ახალგაზრდა კომპოზიტორს. სწორედ მისი ინიციატივით გადაწყდა თბილილისის ფილარმონიის დარბაზის აშენება. ცნობილი კომპოზიტორი დაჯილდოებული იყო სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით, იტალიის ხელოვნების გალერეის, ”ბრაიდენზის” ოქროს მედლით ”ოტელოს” მუსიკისათვის (1974 წ.), პიკასოს სახელობის პრემიით ”ვეფხისტყაოსნის” დადგმისათვის (აშშ, 1988 წ.). მის სავიოლონო კონცერტს უკრავდნენ ისეთი სახელგანთქმული შემსრულებლები, როგორებიც არიან, დავიდ ოისტრახი, მიხაილ ვაიმანი, ისააკ სტერნი, იეჰუდ მენუჰონი და სხვ.