მაია ცქიტიშვილი: კონსორციუმი ცდილობს, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დააბრალოს, რაც არაკეთილსინდისიერია

0

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა იმისთვის, რომ საზოგადოებაში შეუქმნას განწყობა, რომ პროექტს მთავრობა ებრძვის“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სრულად აქვთ მოზიდული დაფინანსება, შერჩეული ჰყავთ გენერალური კონტრაქტორი და ასე შემდეგ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში შექმნან განწყობა – პროექტსა და კონკრეტულ ინვესტორს მთავრობა ებრძვის. და რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე – აი, ეს არის მცდელობა, რასაც კეთილსინდისიერი ინვესტორის ქცევად ვერ შევაფასებდი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი