სარფში, გაზის ავზში მოწყობილ სამალავში, 1 139 ცალი მაჯის საათი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.ა-ს, კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, გაზის ავზში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 1139 ცალი მაჯის საათი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17 199 ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები