თბილისის აეროპორტში ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში “თბილისის აეროპორტი”, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
„საფრანგეთის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (81 აბი) შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საფრანგეთის მოქალაქე – 1977 წელს დაბადებული გ.ბ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები