ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გარემოებების დასადგენად, ბრალდების მხარემ ყველა საჭირო მტკიცებულება გამოიკვლია

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა სასამართლო პროცესზე 40-მდე მოწმე დაკითხეს და საქმის გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება გამოიკვლიეს.

პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

აღსანიშნია, რომ დაცვის მხარემ დამოუკიდებლად მხოლოდ ორი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის შესაბამისად, მათი მხრიდან იგეგმება ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე იმ პირების გამოკითხვა, რომელთა უმეტესობას საგამოძიებო პროცესში უმნიშვნელო ფუნქციები აქვს შესრულებული.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეები დასკვნით სიტყვებს 25 მარტს წარადგენენ, რის შემდეგაც, ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში ვერდიქტის მისაღებად გავლენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები