მოჰამად ჩარმშირის პიესის “მოტოციკლეტისტი რეზა” კითხვა

27 მაისს, 20 საათზე, “მოძრაობის თეატრში” მოჰამად ჩარმშირის პიესის “მოტოციკლეტისტი რეზა” კითხვა გაიმართება. პიესის რეჟისორია თათა პოპიაშვილი, მონაწილეობენ მსახიობები: თეკლა ჯავახაძე, სალომე ცინდელიანი, კახა გეჯაძე, ბაჩო გურგენიძე, მიშო ზაქაიძე.
დრამატურგი, პროფესორი მოჰამად ჩარმშირი 1960 წელს ირანში დაიბადა. გამოქვეყნებული აქვს 54 პიესა, გამოუქვეყნებელი – კიდევ უფრო მეტი. მისი პიესები გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზეა თარგმნილი და იდგმება როგორც ირანში, ასევე გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ინდოეთში, ბანგლადეშში, იტალიაში, ამერიკასა და ინდოეთში.
შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის“ ერთობლივი პროექტის – „ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას“ – თანახმად სხვადასხვა რეჟისორების მიერ მოწვეული მსახიობები „თანამედროვე დრამატურგიის სერიის“ ფარგლებში გამოცემულ პიესებს ყოველთვიურად კითხულობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები