სტუდენტური დღეები – „აჭარა 2014“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური დღეების – „აჭარა 2014“ პირველობა ორ ნომინაციაში მოიპოვა. „მის-უნივერსიტეტის“ ტიტული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტ გვანცა თოფურიას მიენიჭა, ხოლო საუკეთესო ორიგინალური ნომრის ნომინაციაში თანამედროვე ცეკვების ჯგუფმა “M style 13”-მა გაიმარჯვა. სტუდენტური დღეები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში რეგიონში მოქმედი ოთხი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ. სტუდენტური დღეები – „აჭარა 2014“ ერას მოედანზე კონცერტით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები