შეხვედრა ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან

27 მაისს, 19 საათზე, მწერალთა სახლში ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან შეხვედრა გაიმართება. გიორგი მაისურაძის „დაკარგული კონტექსტები“ 2013 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა. 2012 წელს მან „საბას“ პრემია იგივე ნომინაციაში მოიპოვა. გიორგი მაისურაძე უკვე რამდენიმე წელია ბერლინში ცხოვრობს, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრში მუშაობს და ლექციებს ჰუმბოლტის უნივერსიტეტში კითხულობს. შეხვედრას მოდერირებას ვაკო ნაცვლიშვილი გაუწევს.
შეგახსენებთ, ეს მეექვსე შეხვედრაა ციკლიდან: „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“, რომელიც მწერალთა სახლისა და „თი-ბი-სი“ ბანკის ერთობლივი პროექტია. პროექტი 10 თვე გაგრძელდება და მწერალთა სახლში თვეში ერთხელ, მკითხველები ლიტერატურული პრემია „საბას“ 2013 წლის გამარჯვებულებს შეხვდებიან. მკითხველს საშუალება ექნება, ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდნენ, მოუსმინონ ჟიურის წევრებსაც, და გაიგონ, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორსა თუ წიგნს ეს პრემია. ყოველი შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, ღია დისკუსიით, ბევრი კითხვითა და საზოგადოებისათვის საინტერესო აქცენტებით, ზოგადად ლიტერატურასა და ლიტერატურულ პროცესებზე ჩვენში და უცხოეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები