კიევში კორუფციის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე შეტაკება მოხდა
კიევში კორუფციის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე შეტაკება მოხდა.
„უნიანის“ ინფორმაციით, არეულობის დროს სამი სამართალდამცველი დაშავდა. ერთ-ერთ პოლიციელს უცნობმა პირებმა სახეში ქიმიური ნივთიერება შეასხეს, რის გამოც მან მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენ ორ პოლიციელს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დემონსტაციაშიმონაწილეობას ორი ათასამდე ადამიანი იღებდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლოს მოხდა. შეტაკების დროს აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს და მათ წინააღმდეგ პიროტექნიკა გამოიყენეს.
ამ მომენტისთვის რაიონი სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული და ვითარებას აკონტროლებენ.