ირაკლი ქადაგიშვილი: გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ – თავდასხმები ახლა მეუფე შიოზეც გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქის ტახტზე
„საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ის ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძოდნენ იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ,“- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიზანი არის ერთი რამ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ავტორიტეტი.
„საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ის ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იღვწოდნენ იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მასში განხეთქილება შეეტანათ. გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ახლა ისინი ამ ბრძოლას გააგრძელებენ, სამწუხაროდ.
მიზანი არის ერთი რამ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ავტორიტეტი. ბუნებრივია, თავდასხმები ახლა მეუფე შიოზეც გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქის ტახტზე და ვისაც კი ასეთი პერსპექტივა ექნება, ყველაზე გარკვეული შეტევა იქნება მიტანილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.