რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ორი წლის ბავშვია.

პირველი არხის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის” ავარიული ბრიგადა.

მცირეწლოვანი ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ქალაქის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები