ანკარაში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.
მათივე ცნობით, ბიძგები ანკარის სამხრეთით მდებარე ჰაიმანას პროვინციაში დაფიქსირდა. მიწისძვრა 7,74 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა და ბიძგები დედაქალაქის რამდენიმე რაიონში იგრძნობოდა.
ამ დროისთვის ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ადგილობრივი ხელისუფლება და საგანგებო სამსახურები სიტუაციის მონიტორინგს კვლავ აგრძელებენ.