,,საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებამდე მძევლად აყვანილი პირები დაიკითხნენ

,,საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებამდე მძევლად აყვანილი პირების დაკითხვა დასრულდა.

მათ პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვეს. შესაბამისად, უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდეს გამომძიებლებს.

კურიერის ინფორმაციით, ბანკზე თავდამსხმელებმა წინა ღამით მანქანა გაიტაცეს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ტყეში ჰყავდათ გაჩერებული. მასში მჯდომი ქალი და მანქანის პატრონი მამაკაცი კი მძევლად აიყვანეს. ახალგაზრდა კაცი გასკოჩეს და მანქანის საბარგულში დაამწყვდიეს. “რუსთავი2”-ის ცნობით, ბანკის დასაყაჩაღებლად ბოროტმოქმედები სწორედ გატაცებული მანქანით მივიდნენ. მას შემდეგ რაც მძარცველები იძულებულები გახდნენ ბანკი დაეტოვებინათ, მძევალი ქალი ქერჩის ქუჩაზე სწრაფად მიმავალი მანქანიდან გადმოაგდეს, ყაჩაღობამდე გლდანის მეექვსე მიკრო რაიონში დატოვეს მეორე მძევალი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები