ამერიკამ ჩრდილო კორეას ბირთვული განიარაღების ვადები დაუდგინა

ჩრდილო კორეის განიარაღების ვადა 2021 წელია. ამის შესახებ გამოცემა “Bloomberg”-ს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, დენუკლეარიზაციის პროცესი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე უნდა დასრულდეს, მაგრამ დეპარტამენტი პროცესის დასაჩქარებლად ჩრდილო კორეაზე ზეწოლას არ მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ 27-28 თებერვალს ჰანოეში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილო კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის რიგით მეორე სამიტი ჩატარდა. მოლაპარაკებები ვადამდე ადრე დასრულდა და მხარეებმა რაიმე სახის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები