ინდურმა გამანადგურებელმა​ ფრინველთან შეჯახების გამო კატასტროფა განიცადა

ინდურმა გამანადგურებელმა “მიგ-21”-მა დღეს, შტატ რაჯასტანში ფრინველთან შეჯახების გამო, კატასტროფა განიცადა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და გადარჩა. მომხდარის შესახებ ტელეარხი NDTV იუწყება.
ინციდენტი ქალაქ ბიკანერთან ახლოს მოხდა. ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, აფრენის შემდეგ გამანადგურებელს ძრავის მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი ჰაერში ფრინველს შეეჯახა, რის შემდეგაც ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები