ესპანეთში 8 მარტი ჭურჭლით შეიარაღებული ქალების მიტინგით დაიწყო (ფოტო)

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, ასობით ქალი​ ტაფებითა და ქვაბებით შეიარაღებული მადრიდში, ესპანეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოვიდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას სააგენტო “Reuters” ავრცელებს.
აქციის მონაწილეთა უმრავლესობას იისფერი ჩაცმულობა აქვთ, ეს ფერი ქალთა საერთაშორისო დღის სიმბოლო გახდა. ქალებს ტრანსპარანტები აქვთ თან, წარწერით “დაო, მე მწამს შენი”.
ასე ესპანელი ქალები მოსახლეობას დიდი გენდერული თანასწორობისა და ქალების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებდნენ. დღის განმავლობაში გაცილებით ფართომასშტაბიანი მიტინგია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები