შსს-მ გლდანში „საქართველოს ექსპრესფილიალის“ დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ გლდანში „საქართველოს ექსპრესფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შსს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალზე დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესახამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები