ავსტრიის საგარეო მინისტრს პუტინთან შეხვედრა და ცეკვა კვლავ სურს

ავსტრიის საგარეო მინისტრს, კარინ კნაისლის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა და ცეკვა კვლავ სურს. როგორც თავად კნაისლი აცხადებს, ის რუსეთში ორიკვირიანი სამუშაო ვიზიტით ჩადის, პრეზიდენტს საცეკვაოდ კი შეხვედრის მეორე კვირაში მოიწვევს.
“რუსეთის პრეზიდენტი, მართლაც, კარგი პარტნიორია ცეკვაში”, – იხსენებს კნაისლი. მინისტრის განცხადებით, ავსტრიული მედია დღემდე იხსენებს და განიხილავს ამ თემას.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს კარინ კნაისლი მოსკოვში ჩაფრინდება, სადაც მოლაპარაკებებს სერგეი ლავროვთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები