გლდანში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალის დაყაჩაღების ფაქტს ორმხრივი სროლა ახლდა – შედეგად დაცვის პოლიციის ავტომანქანა დაზიანდა

გლდანში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალის დაყაჩაღების ფაქტს ორმხრივი სროლა ახლდა. სროლის შედეგად, დაცვის პოლიციის მანქანა დაზიანდა. თვითმხილველის ინფორმაციით, „საქართველოს“ ბანკის ექსპრესფილიალში, სავარაუდოდ, სამი პირი შეიჭრა, ისინი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი და სახეზე ნიღბები ეკეთათ.
ორმხრივი სროლის შემდეგ, თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. თავდასხმის ფაქტი, დაახლოებით, 30 წუთის წინ მოხდა. თუმცა, არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანაქანების მოძრაობა შეფერხებულია.
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებების არეალს აფართოებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე პერიმეტრი დატოვონ. ამ დროისათვის, ვერ კონკრეტდება, შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა ექსპრესფილიალიდან თანხის გატანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები