ავტოკატასტროფა მექსიკაში – დაღუპულია 25 ადამიანი

მექსიკის სამხრეთით შტატ ჩიაპასში სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, რომელსაც ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტები გადაჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევამ 25 ადამიანი იმსხვერპლა, 30-მდე მგზავრი კი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას სააგენტო “ТАСС” ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები