გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს.
ადგილობრივი მოსახლის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 30 წუთის წინ მოხდა.
ამ დროისათვის ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანაქანების მოძრაობა შეფერხებულია. სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებების არეალს აფართოებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე პერიმეტრი დატოვონ.
ამ დროისათვის ვერ კონკრეტდება შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა ექსპრესფილიალიდან თანხის გატანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები