ბოლნისში, არასრულწლოვანმა 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა

მიმდინარე წლის 13 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2002 წელს დაბადებული თ.ა. ამხილეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვანმა 13 თებერვალს ბოლნისში მდებარე ოქროს ნაკეთობების მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა.
სამართალდამცველებმა თ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით სრულად ამოიღეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ- ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და „ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
რაც შეეხება მხილებული პირის ოჯახის განცხადებას, სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს შესწავლა“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები