ნიკოლოზ ბახიას კუთვნილი ვენახის, ხანძრის შედეგად, განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ნიკოლოზ ბახიას კუთვნილი ვენახის, ხანძრის შედეგად, განადგურების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული მოქალაქის მიერ 2012 და 2014 წლებში, ასევე იყო შეტყობინება ამავე ვენახის ხანძრით განადგურების შესახებ.
შსს-ში განმარტავენ, რომ ადგილიდან ამოღებულ საკვლევ ობიექტებზე (ნამწვზე) არ აღმოჩნდა ნავთობპროდუქტების კვალი.
“2019 წლის 6 მარტს შსს-ის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მდებარე ნიკოლოზ ბახიას კუთვნილი ვენახის, ხანძრის შედეგად, განადგურების ფაქტზე, სსკ-ის 188-ე მუხლის II ნაწილით. აღნიშნული მოქალაქის მიერ 2012 და 2014 წლებში, ასევე იყო შეტყობინება იმავე ვენახის ხანძრით განადგურების შესახებ. ორივე ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგად, დადგინდა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ღია ცეცხლი(ანთებული ასანთი) იყო ან აალების მცირეკალორიული ( ჩაუმქრალი სიგარეტი) წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან ( ხმელი ბალახი, ნამჯა), ვინაიდან შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ საკვლევ ობიექტებზე (ნამწვზე) არ აღმოჩნდა ნავთობპროდუქტების კვალი”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ნიკოლოზ ბახიას მიწის ნაკვეთს ცეცხლი გუშინ საღამოს მოეკიდა. თვითმხილველებმა არ იციან, როგორ გაჩნდა ხანძარი.
მეღვინე ეჭვობს, რომ მის ვენახს ვიღაც განგებ წვავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები