ქაბულში აფეთქების შედეგად, ავღანეთის საპრეზიდენტო კანდიდატი დაიჭრა და 3 ადამიანი დაიღუპა
ქაბულში აფეთქებების შედეგად, ავღანეთის საპრეზიდენტო კანდიდატი დაიჭრა.
მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივი ტელეარხი “1TV” იუწყება.
მათი ცნობით, დაზარალებული ავღანეთის ნაციონალური კონგრესის პარტიის წევრი აბდუ ლატიფ პედრამია. ასევე, დაშავებულია 22 ადამიანი და დაღუპულია სამი.
თავდასხმა ქაბულის დასავლეთით მაშინ მოხდა, როდესაც აბდულ ალი მაზარის გარდაცვალებიდან 24 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ავღანი ჩინოვნიკები იმყოფებოდნენ. პირველი აფეთქება ავღანეთის პრემიერ-მინისტრის, აბდულა აბდულას გამოსვლის დროს მოხდა.