ჩრიდილოეთ ირლანდიაში საცხოვრებელ სახლში ბომბი აფეთქდა
ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ კრეიგავონში წუხელ აფეთქება მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია “Twitter”-ის გვერდზე ავრცელებს.
ბრიტანული გამოცემა “Express”-ის ინფორმაციით, პოლიციამ დაადასტურა, რომ საცხოვრებელ სახლში ბომბი აფეთქდა.
ინციდენტის შედეგად, მოხუცი ქალი დაშავდა, რომელიც აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ამასთან, შემთხვევის შედეგად, დაზიანდა შესასვლელი კარი და დერეფანი. ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.