საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ძველი და ახალი ღონისძიებები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის წესს ისტორიკოსები დადებითად აფსებენ. მათივე შეფასებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ საინტერესო სახე მიიღო, ხოლო რუსთაველის გამზირზე განთავსებული სამინისტროების კარვები, რომლებიც საინფორმაციო და გასართობი კუთხით იყო წარმოდგენილი, ამ დღის აღნიშვნას თავისუფალ, თანამდეროვე ელემენტს მატებს.
ისტორიკოსმა გიორგი ანჩაბაძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მოდელი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და თანდათან საინტერესო ფორმას იძენს. მისი თქმით, საზეიმო დღეების სამხედრო აღლუმით აღნიშვნა საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი მეთოდი იყო.10417064_873056296055721_475852933_n
„დამოუკიდებლობის აღნიშვნის პირველ წლებში, ძირითადად, აღლუმი ტარდებოდა. ეს ალბათ საბჭოთა კავშირის გამოძახილი იყო. საზეიმო დღის ასე აღნიშვნა საბჭოთა კავშირში უყვარდათ. მაშინ ორი ყველაზე დიდი დღესასწაული იყო – 7 ნოემბერი და 1 მაისი. ამ დროს იმართებოდა სამხედრო აღლუმი და მოსახლეობის ორგანიზებული დემონსტრაცია. ეს არ იყო ისეთი სეირნობა, როგორიც ჩვენ ახლა გვაქვს. ეს იყო ხალხის გამოსვლა და მათ აკონტროლებდა მილიცია, თუ საიდან სად უნდა მისულიყვნენ, როგორ და რა სიჩქარით უნდა ევლოთ. მე ვფიქრობ, ასე არ არის საჭირო. სჯობს იყოს, როგორც სახალხო სეირნობა, ხოლო თუ ერთი წლის განმავლობაში გარკვეული წარმატებები გვაქვს, რაიმე გაკეთდა, წარმოადგინონ. აქ სამხედრო-თავდაცვითი ელემენტიც უნდა იყოს. ჩემი აზრით, ამ დღის აღნიშვნა სწორი მიმართულებით მიდის. ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, საბოლოო მოდელი არ გვაქვს. ის თანდათან უკვე გარდაიქმნა და ვფიქრობ, რომ კარგია.
26 მაისი გაზაფხულია, ზაფხული ახლოვდება, თბილისში კარგი ამინდია, ამიტომ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ იყოს გაშლილი და თავისუფალი გადაადგილება და და არა ისეთი, როგორც აღლუმებისა დროს იყო. სამხედრო ელემენტები უნდა იყოს, თუმცა ყველაფერი ამის გარშემო არ უნდა ტრიალებდეს“, – აღნიშნავს გიორგი ანჩაბაძე.
გიორგი ანჩაბაძისგან განსხვავებით, 26 მაისის დღის წესრიგიდან სამხედრო აღლუმის მოხსნის იდეა, რა მოსწონს ისტორიკოს ვაჟა კიკნაძეს. მისი თქმით, 26 მაისი საქართველოს ისტორიაში ყველაზე გამორჩეული დღეა, ამიტომ სამხედრო ტექნიკისა და ძალიას დემონსტრირება სწორედ ამ დღეს უნდა განხორციელდეს. მიუხედავად ამისა, ისტორიკოსს დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღევანდელი მეთოდი ინოვაციურად და პრაქტიკულად მიაჩნია.
როგორც ვაჟა კიკნაძე „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ახალი აღნიშვნის წესით, სხვადასხვა ნაწარმის რუსთაველის გამზირზე გამოტანით მოსახლეობა სახალხო ზეიმში უფრო მეტად ჩაერთვება.
„დღევანდელი დღე კარგად აღინიშნა, თუმცა სამხედრო აღლუმის დღის წესრიგიდან მოხსნა გამართლებულად არ მიმაჩნია. სხვადასხვა ქალაქში მეტ-ნაკლებად დღესაც ჩართული იყო სამხედრო კომპონენტი. სამხედრო ტექნიკა გორში, თელავში, თბილისში გამოიფინა. ეს არის ყველაზე გამორჩეული დღე საქართველოს ისტორიაში, ამიტომ თუ ოდესმე სამხედრო ძალისა და ტექნიკის დემონსტრირება მოხდება, ამ დღეს უნდა მოხდეს, თუმცა არც ის არის კატეგორიულად უარსაყოფი, როგორც დღეს აღინიშნება. სამხედრო ტექნიკა გამოფენილია და მოსახლეობას შეუძლია დათვალიეება.
ზოგადად, ამ დღის აღნიშვნის წესი შეიძლება დადებითად შეფასდეს, როგორც დღესასწაულს შეეფერება, ისე ჩატარდა. ახალი მეთოდი მისასალმებელი ინოვაციაა, უფრო პრაქტიკულია, რადგან ამ ზეიმში მოსახლეობა უფრო ჩაერთვება. ყვავილების გამოფენა-გაყიდვა ყოველთვის იყო, მაგრამ სხვა ნაწარმის გამოტანა და მსგავსი კომპონენტი სიახლეა, რასაც დადებითად ვაფასებ. ასე მოსახლეობა საერთო ზეიმში უფრო მეტად ჩაერთვება“, – აღნიშნავს ვაჟა კიკნაძე.
ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე კი საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ჩამოყალიბების პერიოდსაც იხსენებს. მისი თქმით, საქართველომ ღიად, საჯაროდ და ოფიციალურად 26 მაისის აღნიშვნა 1991 წლიდან დაიწყო, თუმცა მანამდე მსგავსი გამოსვლები 1989 წლის 26 მაისს დაიწყო, რასაც წინააღმდეგობები ხვდებოდა.10405865_873056279389056_382713071_n
„საბჭოთა საქართველოს პერიოდში 26 მაისი, როგორც საზეიმო დღე, არ აღინიშნებოდა. ამ დღეს აღნიშნავდნენ მხოლოდ ისინი, ვინც მისი მნიშვნელობა იცოდა და ახსოვდა, თუმცა ამას საჯაროდ არ ზეიმობდნენ. ქუჩაში არანაირი გამოსვლები და დემონსტრაციები არ იყო. პირველად ეს გამოსვლები 1989 წლის 26 მაისს დაიწყო. მაშინაც საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა იყო. 1991 წლიდან უკვე დამოუკიდებლობა გამოცხადდა საქართველოში და ეს დღე ოფიციალურად აღინიშნებოდა, როგორც ოფიციალური სახელმწიფო ზეიმი“, – იხსენებს გიორგი ანჩაბაძე.
ექსპერტ სოსო ცინცაძეს იმედი აქვს, რომ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს თანდათან უკეთეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში აღნიშნავს. მან დღევანდელი ზეიმი დადებითად შეაფასა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ამ დღეს ყველა ერთიანდება, პოზიცია და ოპოზიცია არ არსებობს.
„დღვანდელ დღეს დადებითად შევაფასებდი. დამოუკიდებლობის დღე საყოველთაო ზეიმია. ამ დღეს არ არსებობს არც პოზიცია არც ოპოზიცია, ყველანი ვერთიანდებით, ყველა ვზეიმობთ, რომ დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ. ყველა ვიმედოვნებთ, მომავალი ეს ზეიმი უკეთეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ჩატარდება“, – აღნიშნავს ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები