მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი უმრავლესობა პარლამენტში და ასეც გაგრძელდება

რაც ხდება, ეს არის პლურალიზმი, ეს არის ჩვენი მონაპოვარი, ეს არის დემოკრატიის ბუნებრივი პროცესი, ამაში არაფერ ტრაგიკულს არ ვხედავ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა აქვს.
„დარწმუნებული ვარ, იდეალები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, რისთვისაც მივიღეთ საზოგადოების მხარდაჭერა 2012 წელს, ეს დემოკრატიის კონსოლიდაცია, აუცილებლად წარმატებით შესრულდება, რადგან სწორედ ეს ფასეულობები გვაერთიანებს. ვფიქრობ, რომ პლურალიზმი არის ჩვენი გუნდის მონაპოვარი. წინა მთავრობის სხდომაზეც აღვნიშნე, რომ ჩვენ შევცვალეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელი, ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, რაც ხდება, სწორედ განვიხილავ ამ კონტექსტიდან, ეს არის პლურალიზმი, ეს არის ჩვენი მონაპოვარი, ეს არის დემოკრატიის ბუნებრივი პროცესი, ამაში არაფერ ტრაგიკულს არ ვხედავ. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი უმრავლესობა პარლამენტში და ასეც გაგრძელდება. პლურალიზმი იქნება დადებითი მოვლენა ჩვენი დემოკრატიისთვის, რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს რაც მოვისმინე, ვერ დავეთანხმები, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. „ქართულ ოცნებას“, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, აქვს ძალიან მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები