მერსედეს ვერა-მარტინი: ვულოცავთ თქვენ ხელისუფლებას ბოლო დროს გამოქვეყნებული რეიტინგის შედეგებს
საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch Ratings”-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება დადებითად შეაფასა. კომპანიამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
“ჩვენ მივულოცეთ თქვენს ხელისუფლებას ბოლო დროს გამოქვეყნებული რეიტინგის შედეგები, რომლებიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის მართლზომიერებისა და საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა,” – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საქართველოს მთავრობის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ფონდის მისია საქართველოში 1-კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.