შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა
დღეს, რუსთაველზე, ოპერის ბაღთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა გაიმართება. ბავშვთა საქველმოქმედო გამოფენა -გაყიდვა 10 საათზე გაიხსნა და 17 საათამდე გაგრძელდება. შემოსული თანხა ბავშვების კეთილდღეობას მოხმარდება.