კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვაზე იმსჯელეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დარგის სპეციალისტებისა და სფეროთი დაინტერესებული საზოგადოებისთვის კონფერენცია – „ფონდების მოძებნა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა სოციო – ეკონომიკური განვითარებისთვის“ გაიმართა.
Formez-ისა ექსპერტმა და Erope Direct-ის ხელძღვანელმა კლაუდია სალვიმ და ეკონომიკის ხარისხის განვითარების დოქტორი ფილიპო ტიბურტინიმ საზოგადოებას ევროპული პროგრამების ფარგლებში არსებული და საქართველოსთვის ხელმისაწვდომი დაფინანსების ძირითადი წყაროების შესახებ აცნობეს. კონფერენცია გაიმართა ტვინინგის პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას და საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები