ლევან გოგიჩაიშვილი: გუშინდელ ინიციატივაზე კონსენსუსია

გუშინდელი ინიციატივა არის უმნიშვნელოვანესი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი უნდა გაუქმდეს.
„გუშინდელი ინიციატივა არის უმნიშვნელოვანესი. კონსენსუსია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, როგორც პროფესიული საზოგადოება – იურისტები, ასევე ის ადამიანები, რომელთათვისაც სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ პოზიციაზე არიან. პროცესი საპარლამენტოა და ჩვენ ამ პროცესს მივყვებით”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცხრა დეპუტატმა, რომელთა შორის ლევან გოგიჩაიშვილიც არის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი გუშინ დარეგისტრირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები