ფილმი ტრანსგენდერ ბალერინაზე, რომელმაც დასავლეთში სკანდალი გამოიწვია, რუსულ ეკრანებზე გამოვა

ფილმი “გოგონა”, რომელიც ტრანსგენდერი ბალერინას ისტორიაზე გადაიღეს და დასავლეთში სკანდალი გამოიწვია, რუსულ ეკრანებზე მალე გამოჩნდება. ფილმმა კანის ფესტივალზე “ოქროს კამერის” და”კვირ-პალმის” ჯილდო მიიღო, თუმცა ტრანსგენდერულ სივრცეში კრიტიკა გამოიწვია.
“გოგონა” – ეს 27 წლის ბელგიელი რეჟისორის ლუკას დონტის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. ფილმში 15 წლის ლარას ცხოვრებაა მოთხრობილი, რომელსაც სურს ბალერინა გახდეს. ლარა ბიჭად დაიბადა, ხოლო მამამისი მხარს უჭერდა ლარას სურვილს სქესის შეცვლასთან დაკავშირებით და იმასაც, რომ ბალერინა გამხდარიყო. ლარამ პრესტიჟულ საბალეტო აკადემიაში ჩააბარა. მას წინ ჰორმონალური თერაპია და სქესის შესაცვლელად ოპერაცია ელოდება, ჯერჯერობით კი მას ყოველდღე გენიტალიების სკოჩით დამაგრება უწევს.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები