ჩინეთის საელჩოში შეჭრილ იაპონელ ოფიცერს თვითმკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი
იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალების ჯარისკაცმა, რომელიც გუშინ ტოკიოში, ჩინეთის საელჩოში შეიჭრა, ჩინეთის ელჩის თანდასწრებით თვითმკვლელობა სცადა,- საინფორმაციო სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, ამის შესახებ მან პოლიციას დაკითხვის დროს თავად უთხრა.
სახმელეთო თავდაცვის ძალების 23 წლის ლეიტენანტის თქმით, ის უკანონოდ შევიდა ჩინეთის საელჩოს ტერიტორიაზე, რათა „ელჩისთვის თავისი შეხედულებები გადაეცა“.
სამხედრო მოსამსახურეს სურდა მოეთხოვა ჩინეთისგან იაპონიის შესახებ მკაცრი განცხადებების შეწყვეტა.
“თუ ის უარს იტყოდა მოსმენაზე, მე მას თვითმკვლელობით გავაკვირვებდი“, – ციტირებს სააგენტო დაკავებულის სიტყვებს.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროდან Kyodo-ს წყაროების ცნობით, 23 წლის ჯარისკაცს ქცევითი დარღვევების ისტორია არ ჰქონია და წარსულში არც სამსახურებრივი პრეტენზიები ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მისი საქმე პროკურატურას უკვე გადასცა.