ჩინეთში, სასტუმროში სროლას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია 2 ადამიანი

ჩინეთის ქალაქ დუნინში არსებულ ერთ-ერთ სასტუმროში უცნობმა მამაკაცმა სროლა მოაწყო. ინციდენტის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი და კიდევ 2 დაშავებულია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქება დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ აფეთქებას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიანიჭა. სამართალდამცავები 57 წლის ეჭვმიტანილს ეძებენ. ჩადენილის მოტივები, ამ დრომდე, უცნობია.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები